ექსკავატორი Liugong 908E

* დღიური ღირებულება იჯარის ვადის მიხედვით

დღე შეთანხმებით
კვირა შეთანხმებით
თვე შეთანხმებით

დაგვიკავშირდით

საოპერაციო წონა
7,500 კგ
ბუმის სიგრძე
3,710 მმ
სახელურის სიგრძე
1,650 მმ / 2,100 მმ
სატრანსპორტო სიმაღლე
2,700 მმ
სატრანსპორტო სიგრძე
6,100 მმ
სავალი ნაწილის სიგანე
2,200 მმ
მაქს. თხრის სიღრმე
4,030 მმ
მაქს. ჭრის სიმაღლე
7,115 მმ
ვერტიკალური თხრის სიღრმე
3,240 მმ
ჰიდრავლიკური კოდალა / ჩაქუჩი
თავსებადია
საწვავის ავზი
140 ლ



ტერმინები

  • მეიჯარე – იჯარის საგნის მფლობელი, გამქირავებელი.

  • მოიჯარე – იჯარის საგნის მომხმარებელი, დამქირავებელი.

  • მხარეები – მეიჯარე და მოიჯარე.

  • ხელშეკრულება – მხარეთა შორის იჯარის საგნის გამოყენების მიზნით შედგენილი წერილობითი შეთანხმება.

  • იჯარის საგანი – მოწყობილობები, აღჭურვილობები და სხვა ინვენტარი, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულებაში.


ხელშეკრულების საგანი

  • იჯარის ურთიერთობა იწყება მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებით.

  • ხელშეკრულების საგანი: მოწყობილობები, აღჭურვილობები და სხვა ინვენტარი.


ვადა და პირობები

  • იჯარა იწყება მოწყობილობის მიღების დღიდან და სრულდება მისი დაბრუნებით.

  • იჯარის დღე: პირველი დღე – გადაცემის დღე, ბოლო დღე – დაბრუნების დღე (10:00-ს მიღწევის შემთხვევაში წინა დღე ითვლება).

  • მაქსიმალური ვადა – 60 დღე, თუ ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის მითითებული.

  • ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს გადაუხდის საფასურის სამმაგს.


გადაცემა და დაბრუნება

  • მოიჯარე ვალდებულია შეამოწმოს მოწყობილობა მიღებისთანავე და დააფიქსიროს ნაკლოვანებები 2 დღის განმავლობაში.

  • მოწყობილობა უნდა დაბრუნდეს მიღებული მდგომარეობით, ბუნებრივი ცვეთის გარდა.

  • დაბრუნება დადასტურდება მხარეთა ხელმოწერით.

  • შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს მოთხოვოს კომპენსაცია.

  • 10 დღიანი ვადის შემდეგ დაუბრუნებელი მოწყობილობა ჩაითვლება დაკარგულად.

  • მეიჯარეს უფლება აქვს უარი თქვას უკან მიღებაზე, თუ მოწყობილობა დაზიანებულია.


იჯარის საფასური

  • განსაზღვრულია მოქმედი პრეისკურანტით, დ.ღ.გ. ჩათვლით.

  • საფასური მოიცავს მხოლოდ დროებით სარგებლობას, არ მოიცავს: მონტაჟს, ტრანსპორტირებას, შენახვას, დაყენებას, დემონტაჟს.

  • გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან საბანკო გზით.


მხარეების ვალდებულებები

მოიჯარე

  • გამოიყენოს მოწყობილობა წესების შესაბამისად.

  • დაიცვას უსაფრთხოების რეგულაციები და წერილობითი ინსტრუქციები.

  • დაუკავშირდეს მეიჯარეს პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

  • არ შეაკეთოს, არ შეცვალოს ან გადასცეს მესამე პირს მოწყობილობა მეიჯარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

  • უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხო შენახვა.

  • დაუბრუნოს მოწყობილობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მეიჯარე

  • გადასცეს მოწყობილობა შეთანხმებულ დროში და ადგილზე.

  • უზრუნველყოს მოწყობილობის გამართული მდგომარეობა.

  • იღებს პასუხისმგებლობას კითხვებზე, რომლებიც ეხება იჯარის წესებს, საფასურს და ტექნიკურ მდგომარეობას.


პასუხისმგებლობა

  • ზარალი, რომელიც გამოწვეულია მხარის დარღვევით, სრულად იკისრება დარღვევის მომენტში.

  • მოიჯარე პასუხისმგებელია მოწყობილობის დაკარგვაზე, დაზიანებაზე (ნორმალური ცვეთით გამოწვეული დაზიანება გამოკლებით).

  • მეიჯარეს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მოწყობილობის შეცვლით ან შეკეთებით.


ხელშეკრულების შეწყვეტა

  • ვადის გასვლისთანავე მოწყობილობები უბრუნდება მეიჯარეს და ხელშეკრულება სრულდება.

  • მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტა ადრე, წერილობით შეტყობინებით 3 დღით ადრე, თუ მოიჯარე არღვევს ვალდებულებებს.

  • მოიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოწყობილობების დაბრუნების იმავე პირობებით.


დამატებითი პირობები

  • დამატებითი პირობები იხილება ხელშეკრულების დანართში.

  • მხარეებს უფლება აქვთ ცვლილებები შეიტანონ წერილობით.

  • დავის შემთხვევაში მოლაპარაკებით მოგვარდება, მოლაპარაკების გარეშე – სასამართლოს ან არბიტრაჟის გზით.

მსგავსი პროდუქცია

თვითმცლელი AUSA D150AHG

თვითმცლელი AUSA D150AHG

მძიმე ტექნიკა (მიწის სამუშაოები) → მძიმე ტექნიკა
ექსკავატორი LiuGong 9018F

ექსკავატორი LiuGong 9018F

მძიმე ტექნიკა (მიწის სამუშაოები) → მძიმე ტექნიკა
LIUGONG CLG6616E 15500kg

LIUGONG CLG6616E 15500kg

მძიმე ტექნიკა (მიწის სამუშაოები) → მძიმე ტექნიკა